ხვალ, მარაქეშში დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

კონფერენციას მევლუთ ჩავუშოღლუც დაესწრება

1824879
ხვალ, მარაქეშში დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, მაროკოს ქალაქ მარაქეშში, აშშ-ს ხელმძღვანელობით ტერორისტული ორგანიზაცია დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. კონფერენცია ხვალ (11  მაისი) გაიმართება.  

შეხვედრაზე, სირიასა და ერაყში დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები და ავღანეთსა და აფრიკაში ბოლო დროს ხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის მზარდი არსებობა იქნება განხილული.

ჩავუშოღლუ, კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.



მსგავსი ინფორმაციები