რუსეთი „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის

რუსეთი „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის

1822229
რუსეთი „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის
Azovstal siviller tahliye.jpg
Azovstal.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეწყვეტენ შეტაკებებს 3 დღით გარკვეულ საათებში და გახსნიან ჰუმანიტარულ დერეფანს უკრაინაში, მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ადმინისტრაციის მიერ ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით“ აზოვსტალის რაიონში ევაკუაციის დერეფანი გაიხსნება.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დერეფანს 5, 6 და 7 მაისს  მოსკოვის დროით 08:00-18:00 საათებს შორის პერიოდში გახსნიან, რათა მოხდეს რიგი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებიც ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის ფოლადის ქარხანაში იმალებოდნენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევაკუირებული მშვიდობიან მოქალაქეები სურვილის მიხედვით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან კიევის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე წასვლის უფლებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ მათ დაიწყეს შეტევა უკრაინულ ძალებზე, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ევაკუაციის გამო.



მსგავსი ინფორმაციები