ლაიენი: „რუსეთის აგრესია უკრაინაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას"

ლაიენი: „რუსეთის აგრესია უკრაინაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას"

1818187
ლაიენი: „რუსეთის აგრესია უკრაინაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას"

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესია უკრაინაში“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ "რაისინა დიალოგის" კონფერენციაზე გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის "უმიზეზო და გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სტრატეგიული მარცხი იქნება".

"უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, საზღვრების გადახაზვა ძალის გამოყენებით, თავისუფალი ხალხის ნების კონტროლი ეწინააღმდეგება გაეროს ძირითად პრინციპებს. ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიას, როგორც პირდაპირ საფრთხეს ევროპაში ჩვენი უსაფრთხოებისთვის." - თქვა მან.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში და დაამატა: „ამიტომ ჩვენ მოგვიწია მტკიცე, დიდი და ეფექტური სანქციების დაწესება“.

მისივე თქმით, მარტო სანქციები არ არის გამოსავალი და ისინი გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად ევროკავშირისთვის ძალის უზრუნველმყოფი უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია".



მსგავსი ინფორმაციები