კირილ პეტკოვმა ერთი თვის ხელფასი უკრაინას შესწირა

კირილ პეტკოვმა ერთი თვის ხელფასი უკრაინას შესწირა

1818576
კირილ პეტკოვმა ერთი თვის ხელფასი უკრაინას შესწირა

მაშინ, როდესაც ბულგარეთში ერთ-ერთი მთავარი საკამათო თემა, „უკრაინისადმი იარაღით დახმარება“ გახლავთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ მან ერთი თვის ხელფასი უკრაინას  „იარაღის შესაძენად“ შესწირა.

პეტკოვმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „უკრაინისადმი იარაღის დახმარება დამოკიდებულია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ერთიანობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სამი განსხვავებული აზრი არსებობს. ახლა ჩვენ ეს ენერგია რეალურ საქმიანობაში უნდა გადავიტანოთ. მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ დაეხმარა უკრაინას იარაღით. ბულგარეთის ზოგიერთი შეშფოთების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ამ ქვეყნებს ომი არ გამოუცხადა. მოვუწოდებ ყველა ბულგარეთის მოქალაქეს, ვისაც ნამდვილად სურს უკრაინას დაეხმაროს, შემოწიროს ხელფასი, როგორც მე. ადვილია სიტყვების თქმა, რთულია საქმის კეთება. თამამი პოსტები სოციალურ მედიაში ახლა უკრაინის ნამდვილ მხარდაჭერად უნდა იქცეს“.

პეტკოვმა სოციალური ქსელის მეშვეობით ასევე გააზიარა შემოწირულობის საბანკო ანგარიში.

მეორეს მხრივ, კირილ პეტკოვის ხვალ კიევში ვიზიტამდე, ბულგარეთის მთავრობის შემადგენელი ოთხი პოლიტიკური ძალის ლიდერები გამართავენ შეხვედრას, რათა მიაღწიონ კონსენსუსს უკრაინაში იარაღის დახმარების გაგზავნაზე, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს.



მსგავსი ინფორმაციები