ისრაელის პოლიციამ  ალ-აქსას მეჩეთი დაარბია

ისრაელის პოლიციამ  ალ-აქსას მეჩეთი დაარბია

1812997
ისრაელის პოლიციამ  ალ-აქსას მეჩეთი დაარბია

ისრაელის პოლიციის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთის დარბევისას ბოლო მონაცემებით 90 პალესტინელი დაშავდა.

ისრაელის პოლიციამ დილიდან დაარბია ალ-აქსას მეჩეთის ეზო და გამოიყენა რეზინით დაფარული ტყვიები და ხმოვანი ბომბები. თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ ასევე ალ-აქსაში პალესტინელებიც სცემა.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ძალების მიერ გამოყენებული რეზინით დაფარული ტყვიების, ხმოვანი ბომბების და ცემის გამო 90 პალესტინელი დაშავდა.

ამავე ინფორმაციით, დაშავებულები რეგიონის საავადმყოფოებში იქნენ გადაყვანილი.



მსგავსი ინფორმაციები