სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს F-16-ების ანკარისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს F-16-ების ანკარისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

1808591
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს F-16-ების ანკარისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღნიშნა, რომ თურქიესთვის F-16-ების მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და ემსახურება ნატოს გრძელვადიან ერთიანობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესს გაუგზავნა წერილი თურქიესთვის F-16-ების მიყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ „F-16-ების გაყიდვა შეესაბამება აშშ-ს ინტერესებს და ემსახურება ნატოს გრძელვადიან ერთიანობას“.

წერილში აღიარებულია ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობები, ხოლო თურქიეს თავდაცვის ურთიერთობები უკრაინასთან აღწერილია, როგორც „მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რეგიონში მავნე გავლენების წინააღმდეგ“.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან 10 მარტს გაართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თურქიეს მოთხოვნას, რომელიც მოიცავს 40 ახალი თვითმფრინავის შეძენას და არსებული F-16-ების მოდერნიზაციის მალე დასრულებას მოელის. მან ასევე განაცხადა, რომ უკვე დადგა დრო თურქეთის წინააღმდეგ ყველა უსამართლო სანქციების მოხსნის.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში თურქიემ მოითხოვა აშშ-სგან, შეეძინა Lockheed Martin-ის 40 ერთეული F-16 გამანადგურებელი და თითქმის 80 მოდერნიზაციის ნაკრები მისი ამჟამინდელი თვითმფრინავისთვის.



მსგავსი ინფორმაციები