ნატოს საგანგებო სამიტი დაიწყო

ნატოს საგანგებო სამიტი დაიწყო

1801326
ნატოს საგანგებო სამიტი დაიწყო

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა საგანგებო სამიტი დაიწყო. სამიტს, თურქეთის სახელით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრება. სმიტის ძირითადი განსახილველი თემა, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია გახლავთ.

სამიტის დაწყების წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „ჩვენ უკვე მეტს ვაკეთებთ ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ეს აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოების ახალ რეალობაზე რეაგირებისთვის. სამიტზე ჩვენ განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერას და ასევე შევეხებით ნატოს ძალისხმევას, გააძლიეროს მისი თავდაცვა ახლა და მომავალში“.

პრეზიდენტი ერდოღანი სამიტის ფარგლებში ასევე, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან პირისპირ შეხვედრებსაც მართავს.



მსგავსი ინფორმაციები