ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

1796294
ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის მხრიდან მათი ქვეყნის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა. ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთნ და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ, იანეზ იანშეისთან გუშინ უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა: „დღეს კიევს ეწვივნენ სამი მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან. პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის ასევე პოლონეთს წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. ეს არის დიდი, მამაცი, სწორი და გულწრფელი ნაბიჯი. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში. დარწმუნებული ვარ, ასეთ მეგობრებთან, ასეთ ქვეყნებთან, მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ამ ქვეყნების ლიდერებს“.



მსგავსი ინფორმაციები