რუსეთის და უკრაინის მინისტრების შეხვედრა ანტალიაში დასრულდა

რუსეთის და უკრაინის მინისტრების შეხვედრა ანტალიაში დასრულდა

1793229
რუსეთის და უკრაინის მინისტრების შეხვედრა ანტალიაში დასრულდა
Antalya Zirve .2.jpg

რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვის და დმიტრო კულებას  შეხვედრა, რომელიც თურქეთის შუამდგომლობით ანტალიაში გაიმართა, დასრულდა.  

შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე პროგრესი არ ყოფილა.

კულებამ მადლობა გადაუხადა ჩავუშოღლუს ამ შეხვედრისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოსავალი დღეს ვერ იქნა მიღწეული, ის გააგრძელებს მსგავს მოლაპარაკებებს, რათა დასრულდეს ომი მის ქვეყანაში.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი, უკრაინის კრიზისის  გადასაჭრელად ყველა სახის ინიციატივას მხარს უჭერენ  და რომ მოლაპარაკების ადგილს ვერანაირი ინიციატივა ვერ დაიკავებს.  

მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „იმ დროს, როდესაც ყველაზე დიდი საჭიროებაა მშვიდობა,  ჩვენ შევხვდით ჩემს რუს და უკრაინელ კოლეგებს ლავროვს და კულებას სამმხრივ ფორმატში, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. ჩვენი იმედია მშვიდობის აღდგენა ჩვენს რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიის ფუნქციონირებისთვის“.

შემდეგ, პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა, თურქეთი იყოს გარანტორი ქვეყანა.



მსგავსი ინფორმაციები