ნიკოლას მადურომ ამერიკელებთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა

ნიკოლას მადურომ ამერიკელებთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა

1792625
ნიკოლას მადურომ ამერიკელებთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა

 

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სატელევიზიო გამოსვლაში შეფასება მისცა გასულ კვირას ამერიკულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას, მას "მეტად ნაყოფიერი" და "გულწრფელი" უწოდა. მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს მთელს მსოფლიოს, რომ მათი კარი ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის. “ეს იყო ძალიან კარგი დიპლომატიური შეხვედრა და დაახლოებით ორი საათი ვისაუბრეთ ამერიკელ სტუმრებთან. ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო თემებზე პირისპირ საუბარი“. - აღნიშნა მადურომ და დაამატა, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მიზნით ხელახალი მოლაპარაკებები გამართეს ყველა სექტორის წარმომადგენლებთან. იგი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსაც და თქვა, რომ თუ ეს ომი გაგრძელდება და გაჭიანურდება, მაშინ ინფლაციის გასაკონტროლებლად მათ მოუწევთ მკაცრი ზომების მიღება. მანვე გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოები. "გაზის, ნავთობის, სურსათის და სასუქების ფასები ისედაც ძალიან მაღალი იყო და ახლა კიდევ უფრო უარესი გახდება. ჩვენ დაჟინებით გავაგრძელებთ უსაფრთხოების გარანტიების შესაბამისად და მშვიდობის აღდგენის მიზნით დიალოგისა და მოლაპარაკებების გამართვის მოთხოვნებს".  - ხაზგასმით განაცხადა მადურომ.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ვენესუელა

მსგავსი ინფორმაციები