ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია

გაერო: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თალიბანთან“

1791851
ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 49-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ავღანეთში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა შეაფასა და თქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას ავღანეთის მმართველ თალიბებთან. მისივე თქმით, მართალია ავღანეთში კონფლიქტი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. “მიუხედავად წინა მთავრობის წევრების უსაფრთხოების გარანტიისა, ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებამ აგვისტოდან მოყოლებული, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კორპუსის 100-ზე მეტი თანამშრომელი, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლა,“ განაცხადა ბაჩელეტმა. მისივე თქმით, ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას თალიბანის დროებითი მთავრობის მხრიდან თავისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესრულებას, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვის საკითხშიც. მანვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში გაეროს საქმიანობის მნიშვნელობაზე ამ პროცესში და თქვა: “ჩვენი უფლებადამცველები ავღანელი ხალხის უფლებების დასაცავად და ხელშეწყობისთვის გააგრძელებენ მუშაობას დე ფაქტო ხელისუფლებასთან.“



მსგავსი ინფორმაციები