ნატო, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას

„მრავალმა სახელმწიფომ გაუღო კარი უკრაინელ ლტოლვილებს“

1787068
ნატო, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას

ნატო-მ განაცხადა, რომ ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა და ათასობით მცირე იარაღისა და საბრძოლო მასალების მარაგი გააგზავნა უკრაინაში. ნატოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული ძალების დასახმარებლად მოკავშირეებმა ასევე გასცეს მილიონობით ევროს ღირებულების ფინანსური დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის სამედიცინო საშუალებებიც. ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, იტალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკრაინაში უკვე გააგზავნეს მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაც, ხოლო სამხედრო დახმარებების მორიგი პარტიები კი მთავრობების მიერ დამტკიცების პროცესშია. გარდა ამისა, ამავე ქვეყნებმა საზღვრები გაუხსნეს უკრაინელ ლტოლვილებსაც. თურქეთმაც გააღრმავა თავდაცვის კავშირები უკრაინასთან და მას  ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა.


საკვანძო სიტყვები: #მხარდაჭერა , #უკრაინა , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები