საფრანგეთის აზრით ყველა წინაპირობა შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხას

საფრანგეთის აზრით ყველა წინაპირობა შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხას

1778736
საფრანგეთის აზრით ყველა წინაპირობა შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სწრაფად შეჭრისთვის ყველა წინაპირობა მზად არის.

ლე დრაიანმა ტელეარხ, France 5-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის კრიზისში დაძაბულობა გაიზარდა და ეს დაძაბულობა სასწრაფოდ უნდა შემცირდეს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „არ სურს უკრაინას ჰქონდეს საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ და ყველა ელემენტია ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ რუსეთმა დაარტყას უკრაინას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროპა მზად არის, რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესოს და ისინი უკრაინას ფინანსურად დაუჭერენ მხარს, მაგრამ არ აპირებენ ჯარების გაგზავნას.



მსგავსი ინფორმაციები