აშშ-მა დიპლომატიური მისია კიევიდან ლვოვში გადაიტანა

ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაზრდილი საფრთხის გამო მათ დედაქალაქ კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანეს თავიანთი საელჩოს ოპერაციები

1778722
აშშ-მა დიპლომატიური მისია კიევიდან ლვოვში გადაიტანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაზრდილი საფრთხის გამო მათ დედაქალაქ კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანეს თავიანთი საელჩოს ოპერაციები.

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის უკრაინის კრიზისის გამწვავების გამო ქვეყანაში მდებარე ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენი საელჩოს ოპერაციების დროებით გადატანის პროცესში ვართ კიევიდან ლვოვში, რუსული ძალების დრამატული გაძლიერების გამო (საზღვარზე).“ -თქვა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩო მუშაობას გააგრძელებს უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვიდან და საელჩო დიპლომატიურ ინიციატივებს უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტში გააგრძელებს.

ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს დაძაბულობის გაზრდას და რომ ისინი კვლავ ღია არიან დიპლომატიური პროცესების განხორციელებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები