მიანმარში სამხედრო მმართველობა გრძელდება

ბოლო 1 წლის განმავლობაში მიანმარის არმიამ 114 ბავშვი მოკლა

1775398
მიანმარში სამხედრო მმართველობა გრძელდება

გაეროს პრეს-სპიკერმა ფარჰან ჰაქმა განაცხადა, რომ მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა, გასული წლის თებერვლის სამხედრო გადატრიალების აქეთ, სულ მცირე 114 ბავშვი მოკლეს, რომელთა ასაკი მერყეობდა 3-დან 17 წლამდე და ამათგან 18 ბავშვი, გასულ თვეში მოკლეს. მანვე, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ აღებული ვალდებულებები შეახსენა, რომელსაც მიანმარმა  2019 წელს მოაწერა ხელი. როგორც ცნობილია მიანმარის არმიამ,  საყოველთაო არჩევნებში მასობრივი გაყალბებისა და ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ბრალდებებით,  2021 წლის 1 თებერვალს სამოქალაქო ხელისუფლება გადააყენა და ძალაუფლება ხელში აიღო. მას შემდეგ, ქვეყნის არმია გადატრიალების საწინააღმდეგო მომიტინგეებსა და მეამბოხე ჯგუფებს არბევს, რის შედეგადაც დღემდე სულ 902 ადამიანი დაიღუპა.

პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციის (AAPP) მონაცემებით კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 1400-ს გადააჭარბა, ხოლო დაკავებულთა კი 10 ათასს.


საკვანძო სიტყვები: #მიანმარი

მსგავსი ინფორმაციები