ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იქ 29 იანვრიდან ანტივაქსერთა დემონსტრაცია გრძელდება

1774674
ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დედაქალაქ ოტავაში, 29 იანვრიდან მიმდინარე ვაქცინის საწინააღმდეგო სატვირთო მანქანების აქცია შეფასდა როგორც "ეროვნული ბუნტი." ოტავას პოლიციის საბჭომ, რომელიც შეიკრიბა დედაქალაქში არსებული კრიზისული სიტუაციის განსახილველად, მოვლენებს  "მთელი ქვეყნის მასშტაბით აჯანყება" უწოდა, ხოლო ოტავას კი, აჯანყების შუაგულში მდებარე "ალყაში მოქცეული ქალაქი." ოტავას პოლიციის საბჭოს თავმჯდომარემ დაიან დინსმა განაცხადა, რომ პროტესტი გავრცელდა ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, არ დაუშვან ამ ტიპის ტერორიზმის საზოგადოებაში  გავრცელება და სწრაფად აღკვეთონ აქციის გაგრძელება. ოტავას მერმა ჯიმ უოტსონმა კი დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მის ფარგლებში ოტავას პოლიციის საბჭომ გამოაცხადა, რომ ვინც შეეცდება დემონსტრანტებისადმი მატერიალური დახმარების გაწევას, შეიძლება დააკავონ.



მსგავსი ინფორმაციები