ურსულა ფონ დერ ლეიენი: “რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის სანქციები განიხილება“

ურსულა ფონ დერ ლეიენი: “რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის სანქციები განიხილება“

1769850
ურსულა ფონ დერ ლეიენი: “რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის სანქციები განიხილება“

 

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ამერიკულ ტელეარხ CNN International-თან ინტერვიუში, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი 2“ პროექტის შესაძლო გაუქმების თაობაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის სანქციები განიხილება. "მინდა ვიყო ძალიან მკაფიო. არაფერია გამორიცხული. ყველა ვარიანტი განიხილება,"  - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ევროკომისია პასუხისმგებელია სანქციების შემუშავებასა და განვითარებაზე ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში. მისივე აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1939-1945) ევროპა, რუსეთთან მიმართებაში არასოდეს ყოფილა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში და მის შესაძლო აგრესიას უკრაინაზე დიდი უარყოფითი შედეგები და მძიმე ხარჯები მოჰყვება რუსეთისათვის. “ევროკავშირი არის რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი ინვესტორი. ასე რომ, ციფრები გეტყვით, ჩვენ გვაქვს ძლიერი კოზირი, ამიტომაც ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმა.” - ხაზგასმით განაცხადა ლეიენმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და მის ფარგლებში ზოგიერთ რუსულ ბანკს და კომპანიას აქტივები გაუყინეს, ხოლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას დაექვემდებარა რუსეთის მოქალაქე 185 ფიზიკური პირი და 48 ორგანიზაცია. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, წევრ ქვეყნებს არ შეუძლიათ რუსეთისათვის საბრძოლო იარაღის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში გამოსაყენებელი ტექნოლოგიების მიყიდვა. ეს სანქციები, 2014 წლიდან დაწყებული, ყოველ 6 თვეში ერთხელ გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები