აშშ-სა და ნატოს პასუხი რუსეთს

აშშ-სა და ნატოს პასუხი რუსეთს

1769016
აშშ-სა და ნატოს პასუხი რუსეთს
NATO Genel Sekreteri Jens Stoltenberg Rusya Ukrayna .jpg

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიება ბოლო ეტაპზე შედის...

რუსეთმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს წერილობითი პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების შეთავაზებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გასულ თვეში წარადგინა.

საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ გრუშკოს ვაშინგტონის წერილობითი პასუხი გადასცა უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის ორმხრივი შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. საკითხთან დაკავშრებით, განცხადებას ავრცელებს ამერიკული მხარეც და აღნიშნავს, რომ ისინი კრიზისის მოგვარებისთვის „დიალოგს და დიპლომატიას“ ირჩევენ.

„დანარჩენი რუსეთის გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის. რუსეთის (უკრაინის) აგრესიის შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს,“ ნათქვამია ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვისთვის გაცემულ პასუხში. ამერიკის მხარე ასევე ადასტურებს, რომ მათ უარყვეს მოსკოვის შეთავაზება უკრაინის ნატოში არ გაწევრიანების შესახებ.

მეორეს მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათ წერილობითი პასუხი გაუგზავნეს რუსეთის წინადადებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მისი თქმით, მათ ეს გააკეთეს შეერთებული შტატების პარალელურად.

სტოლტენბერგმა მოსკოვთან რეალური დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა და მოუწოდა რუსეთს, არ გამოიყენოს ძალა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

რაც შეეხება უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს „ღია კარის“ პოლიტიკას და დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ეს ყველაფერი მძიმედ დაუჯდება.

რაც შეეხება რუსეთის შეთავაზებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთმა გასული წლის დეკემბერში წარუდგინა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს, ალიანსის  გაფართოებაზე უარი თქვას და შესაბამისი სამუშაოებისგან თავი შეიკავოს.  



მსგავსი ინფორმაციები