სტოლტენბერგმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ CNN-ს

“ჩვენ საპასუხო წინადადებებს კრემლს ამ კვირაში გავუგზავნით“

1768566
სტოლტენბერგმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ CNN-ს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეარხ CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ამ კვირაში წერილობით უპასუხებენ რუსეთის შეთავაზებას ნატოსთვის, რომელიც კრემლმა მას გასულ თვეში წარუდგინა. “ჩვენ ამჟამად ვასრულებთ მუშაობას  წერილობით ტექსტზე, რომელშიც ჩვენი საპასუხო წინადადებები იქნება შეთავაზებული და ამ კვირაში უკვე გადავუგზავნით კრემლს. ამას გავაკეთებთ აშშ-ის პარალელურად, რადგან რამდენიმე კვირის წინ მანაც მიიღო რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება საერთო გარიგების შესახებ. ასე რომ, ნატო და აშშ-ი ერთობლივად ვეტყვით მოსკოვს, მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ.” -  აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო მზადაა ილაპარაკოს რუსეთთან შეიარაღების კონტროლზე, განიარაღებაზე, სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობაზე, რისკის შემცირების მექანიზმზე და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მისივე აზრით, უკრაინა-რუსეთის კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა ჯერ კიდევ არსებობს, რისთვისაც რუსეთმა უნდა მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია და მზად იყოს ნატოსთან კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე შეხვედრების გასამართად. "ნატო არ განათავსებს საბრძოლო ჯარებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ მზად ვართ ჩვენი ვალდებულებებიდან გამომდინარე დავიცვათ ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით კი ალიანსის აღმოსავლეთში, უნდა დავრწმუნდეთ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე გაუგებრობა." -  ხაზგასმით განაცხადა სტოლტენბერგმა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #აშშ , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები