როკ მარკ კრისტიან კაბორე თანამდებობიდან გადადგა

გადატრიალება ბურკინა-ფასოში

1767758
როკ მარკ კრისტიან კაბორე თანამდებობიდან გადადგა

მას შემდეგ, რაც ბურკინა-ფასოში ჯარისკაცების ერთ-ერთმა ჯგუფმა ქვეყნის პრეზიდენტი  როკ მარკ კრისტიან კაბორე დააკავეს, მანაც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. კაბორემ, ქვეყანაში ახალი ხუნტა ადმინისტრაციისადმი მიწერილ ხელნაწერ წერილში აღნიშნა, რომ კვირა დღიდან მოყოლებული ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოების ინტერესებისთვის მან გადაწყვიტა გადამდგარიყო და მისი ყველა უფლებები შეეჩერებინა. კაბორეს წერილი სოციალურ ქსელში ბევრმა ანგარიშმა გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კვირა დღეს, დაწყებული სამხედრო აქტივობის შემდეგ, გუშინ სახელმწიფო ტელევიზიით კაპიტან კადერ ოუედრაოგოს მხრიდან  ჯარისკაცების ჯგუფის სახელით, რომლებიც საკუთარ თავს  „განთავისუფლებისა და აღდგენის პატრიოტულ მოძრაობას“ (MPSR) უწოდებდნენ, წაკითხულ იქნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ როკ მარკ კრისტიან კაბორეს მთავრობა გადაყენებულ იქნა რა, პოლ-ანრი სანდაოგო დამიბა MPSR-ს ლიდერი გახდა. კაპიტან ოუედრაგოს მხრიდან წაკითხულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია შეჩერებულია, მთავრობა და პარლამენტი დაიშალა, საჰაერო და სახმელეთო საზღვრები დაიკეტება და კომენდანტის საათი გამოცხადდა 21:00-დან, 05:00 საათებს შორის, მომდევნო გაფრთხილებამდე. ამ ფაქტს გამოეხმაურა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და დაგმო ბურკინა-ფასოში განხორციელებული გადატრიალება რა, გადატრიალების ლიდერებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები