აშშ-ი, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს

ამისათვის მზადყოფნაში მოიყვანა 8500 ჯარისკაცი

1767890
აშშ-ი, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს

რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებზე მობილიზებისა და გაძლიერების შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ი ამზადებს გეგმებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მათ 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაში მოიყვანეს, რათა კრიზისის მოულოდნელი განვითარებისა და რუსი ძალების გააქტიურების შემთხვევაში, დახმარება გაუწიონ ნატოს ძალებს. „ჯო ბაიდენის მითითებითა და თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის რჩევით, შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები სამხედროების სიფხიზლის ასამაღლებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და ამ კონტექსტში მზად არიან  უპასუხონ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია და ნატოს მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება მათი სწრაფი მობილიზება, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.“



მსგავსი ინფორმაციები