ბრიუსელში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

მასში დაახლოებით 100 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა

1767411
ბრიუსელში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

 

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ღონისძიებების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 15 კაცი დაშავდა, 70-მდე კი დააკავეს. პოლიციის ცნობით,   საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან და იტალიიდან გადმოსული 50 000-ზე მეტი ადამიანი დედაქალაქ ბრიუსელის ჩრდილოეთ მატარებლის სადგურთან შეიკრიბა და აქედან შუმანის მოედნისკენ გაემართა, სადაც განლაგებულია ევროკავშირის ორგანიზაციები. დემონსტრანტები სკანდირებდნენ თავისუფლების ლოზუნგებს და ატარებდნენ ბანერებს წარწერებით "უარი ვაქცინას", "უარი ცრუ დემოკრატიას",  "გახსოვდეთ 1930-იანი წლების გერმანია" და ა.შ. დემონსტრაციის ორგანიზატორების, ე.წ.  “ევროპელთა გაერთიანების“ ლიდერების თქმით, აქციაში 600-მდე ევროპული ორგანიზაცია და დაახლოებით 100 ათასი კაცი მონაწილეობდა. მათგან რამდენიმე ჯგუფი პოლიციას ქვების სროლით დაესხა თავს, მათვე დაწვეს ქუჩებში დეკორატიული ყვავილების ქოთნები, დააზიანეს რამდენიმე ავტომანქანა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის შენობა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა. ცნობილი გახდა, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციასა და დემონსტრანებს შორის შეტაკებისას 3 პოლიციელი და 12 დემონსტრანტი დაშავდა, ხოლო დაკავებულ იქნა 70 პირი.


საკვანძო სიტყვები: #აქცია , #ვაქცინა , #ბრიუსელი

მსგავსი ინფორმაციები