ბრიტანეთმა კიევის საელჩოდან პერსონალის გაყვანა დაიწყო

ბრიტანეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გაუგზავნა

1767409
ბრიტანეთმა კიევის საელჩოდან პერსონალის გაყვანა დაიწყო

ინგლისმა, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის მზარდი საფრთხის გამო, კიევში საელჩოს პერსონალის დაყვანა დაიწყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელი და მათი ოჯახი ტოვებენ კიევს, რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო.“

ამავე ინფორმაციით, კიევში დიდი ბრიტანეთის საელჩო რჩება გახსნილი და გააგრძელებს მუშაობას, ძირითად საქმიანობას.

სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე ურჩევს ბრიტანეთის მოქალაქეებს არ გამგზავრებულიყვნენ დონეცკში, ლუგანსკში და ყირიმში აუცილებლობის შემთხვევის გარეშე.

ინგლისმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევში აშშ-მ თავის საელჩოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვება უბრძანა.

მეორეს მხრივ, 23 იანვარს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ დადგინდა, რომ რუსეთი უკრაინაში პრორუსული ადმინისტრაციის შექმნას გეგმავს.

ბრიტანეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღიც გაუგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები