აშშ-მა კიევის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა

აშშ-მა კიევის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა

1767209
აშშ-მა კიევის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში უკრაინის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს, რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში მოგზაურობის გაფრთხილება გამოაქვეყნა.

გაფრთხილებაში ნათქვამია: „2022 წლის 23 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნება დართო კიევში აშშ-ის საელჩოში უშუალოდ დაქირავებულ თანამშრომლებს, რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხის ფონზე ნებაყოფლობით დატოვონ უკრაინა და დიპლომატების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განიხილოს წამოსვლა კომერციული ან სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით."

განცხადების მიხედვით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

„უსაფრთხოების პირობები არაპროგნოზირებადია და შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში.“ - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ საქმიანობაზე ასევე იმოქმედებს შესაძლო სამხედრო მოქმედებები და უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სთხოვეს შეავსონ ონლაინ ფორმა კომუნიკაციისთვის.


საკვანძო სიტყვები: #საელჩო , #კიევი , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები