დიდი ტრაგედია გზატკეცილზე

ასაფეთქებელი ნივთიერების გადამზიდავი ავტომობილი  მოტოციკლეტს შეეჯახა

1766478
დიდი ტრაგედია გზატკეცილზე

აფრიკის სახელმწიფო განას დასავლეთ პროვინციაში, ასაფეთქებელი ნივთიერების გადამზიდავი ავტომობილის  მოტოციკლეტთან შეეჯახების შედეგად წარმოქმნილ აფეთქებას მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. განას პოლიციის პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "დიდი აფეთქება" მოხდა დასავლეთის პროვინციის ბოგოსო-ბაუდის გზატკეცილზე, სადაც ავტოცისტერნა, რომელსაც  მაღაროში გამოსაყენებელი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა,  იმ მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც  საპირისპირო მიმართულებით მოდიოდა. ამავე განცხადებით, აფეთქების შედეგად მრავალია დაღუპული და დაშავებული, თუმცა რაოდენობის შესახებ არაფერია ნათქვამი. “აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია მრავალი ნაგებობა. ტრაგედიის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ეკიპაჟების რაზმები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელი შეგვიწყონ ავარიის შედეგების აღმოხვრაში“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ტრაგედია , #განა

მსგავსი ინფორმაციები