ბალტიისპირეთის ქვეყნები სამხედრო იარაღს მიაწვდიან უკრაინას

ამის ნებართვა მათ ვაშინგტონმა მისცათ

1766480
ბალტიისპირეთის ქვეყნები სამხედრო იარაღს მიაწვდიან უკრაინას

აშშ-მა მხარი დაუჭირა ლატვიის, ლიტვას და ესტონეთის მხრიდან ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნას უკრაინაში. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის საზღვართან და მის ახლომდებარე რეგიონებში გაიზარდა. ამერიკული Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ოფიციალური პირების გამონათქვამებს, აშშ-მა ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს ნებართვა მისცათ, უკრაინის არმიის მხარდასაჭერად გააგზავნონ ამერიკული წარმოების ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო და სტინგერის საზენიტო რაკეტები. ერთი სხვა ინფორმაციით კი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ მან დაამტკიცა ასევე მი-17 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენების  უკრაინისათვის მიყიდვაც. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე  უარი თქვეს  პენტაგონმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის გამწვავების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი  კიევს ეწვია და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.



მსგავსი ინფორმაციები