ინგლისი თავდაცვის იარაღით დაეხმარება უკრაინას

ამის შესახებ ბენ უოლესმა განაცხადა

1764396
ინგლისი თავდაცვის იარაღით დაეხმარება უკრაინას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ ისინი უკრაინას უფრო მეტ თავდაცვით იარაღს მიაწვდიან და ამასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც გაზრდიან. მანვე  უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების მობილიზაციას "რეალური შეშფოთება" უწოდა. “რუსეთის მზადყოფნის დონემ საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაციის ატმოსფერო, ხოლო უარეს შემთხვევაში კონფლიქტი, ამიტომაც, მოსკოვის მზარდი მუქარის ფონზე, ახალი მხარდაჭერა მიეცემა უკრაინას და მის ფარგლებში გადავწყვიტეთ, კიევს მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ.“ - აღნიშნა უოლესმა და იქვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი საზღვრები და რომ ეს ახალი დახმარების პაკეტი კიდევ უფრო გაზრდის მისი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სტაბილურობის დარღვევისადმი გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც "შეჭრა" და ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი მსხვერპლი ორივე მხრიდან. “მოსკოვთან ამჟამინდელი ურთიერთობა რთულია და სასურველ დონეზე არ არის, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ბოლოს დიპლომატია გაიმარჯვებს. ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია, დიპლომატიას აირჩევს თუ კონფლიქტს და მის უარყოფით შედეგებს." - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა და თავისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუ მიიწვია ლონდონში, რათა  განიხილონ საერთო უსაფრთხოების საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები