მორიგი ანტიტერორისტული ოპერაცია ბოკო ჰარამის წინააღმდეგ

მორიგი ანტიტერორისტული ოპერაცია ბოკო ჰარამის წინააღმდეგ

1763880
მორიგი ანტიტერორისტული ოპერაცია ბოკო ჰარამის წინააღმდეგ

დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტული ორგანიზაცია „ბოლო ჰარამის“ წინააღმდეგ განხორციელებული  ოპერაციის შედეგად მრავალი  ტერორისტის ლიკვიდირება მოხერხდა.

არმიის პრესსპიკერმა ონიემა ნვაჩუკვუმ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ტერორისტებმა სცადეს თავდასხმა სამხედრო შენაერთებზე ბორნოს შტატის ბიუს რეგიონში რა, მათ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მრავალი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მიერ 2009 წლიდან განხორციელებულ მასობრივი ძალადობის ფაქტებს 20 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხსენებული ტერორისტული ორგანიზაცია 2015 წლიდან მოყოლებული ასევე თავდასხმებს ახორციელებს ნიგერიის მეზობელ ქვეყნებში, კამერუნში, ჩადსა და ნიგერშიც რის შედეგადაც, სულ მცირე 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული თავდასხმებისა და კონფლიქტების გამო ქვეყანაში 100 ათასობით ადამიანს მოუწია იძულებითი მიგრაცია.



მსგავსი ინფორმაციები