ლიბია ისრაელის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს

ლიბია ისრაელის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს

1761849
ლიბია ისრაელის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდა, უარყო. საუდის არაბეთის კუთვნილი ტელეარხის Al-Arabiya Al-Hadath-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს და ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ, იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდა, პლატფორმა სახელწოდებით „ჩვენი მთავრობა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დიბეიბე უარყოფს ზემოთ აღნიშნულ სატელევიზიო არხზე გავრცელებულ ჭორებს, რომ თითქოს და ის შეხვდა ისრაელის მთავრობის ოფიციალურ პირებს. მსგავსი არაფერი მომხდარა და არც არასდროს მოხდება. ჩვენი პოზიცია პალესტინის საქმესთან დაკავშირებით ნათელი და სტაბილურია.“

ცნობისათვის, საუდის არაბეთის კუთვნილი ტელეარხის Al-Arabiya Al-Hadath-იმ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და ლიბიის პრემიერ-მინისტრი ამანში, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან (მოსადი) ლიბიასა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია განიხილა.


საკვანძო სიტყვები: #ბრალდებები , #ისრაელი , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები