ერთიანობისა და სოლიდარობის გზავნილი ვუჩიჩისგან

„სერბეთი როგორც სერბების, ასევე ბოსნიელთა ქვეყანაც არის“

1762002
ერთიანობისა და სოლიდარობის გზავნილი ვუჩიჩისგან

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა, სანჯაკის რეგიონში მდებარე ქალაქ პრიბოჟში ვიზიტის დროს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ მუსლიმი ბოსნიელები, ერთიანობისა და სოლიდარობის შემცველი განცხადება გაავრცელა. სწორედ ამ ქალაქში ჩატარებული სხვადასხვა საახალწლო ზეიმების დროს მღეროდნენ ისეთი შინაარსის სიმღერებს, რომლებშიც სერბებს ბოსნიელების გენოციდისკენ მოუწოდებენ. "სერბეთის სახელმწიფო არ იქნება მოწყალე მათ მიმართ, ვინც ზიანს აყენებს ქვეყანაში მშვიდობასა და ერთიანობას. სერბეთი როგორც სერბების, ასევე ბოსნიელთა ქვეყანაც არის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია პრიბოჟის წარმოდგენა ბოსნიელების გარეშე. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ჩვენ უნდა ვასწავლოთ შვილებს და მომავალ თაობებს მშვიდობისა და გაგების ატმოსფეროში თანაცხოვრება და თანაარსებობა. ჩვენ უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ იმ სერბების მიმართ, რომლებიც ძალადობას უჭერენ მხარს. მე ვარ სერბი და როგორც სერბეთის პრეზიდენტი, გარანტიას გაძლევთ და გპირდებით, რომ პრიბოჟი არასოდეს იქნება ბოსნიელების გარეშე. ამ ქვეყანაში ყველას აქვს იგივე უფლებები, რაც სერბებს და ყველა თანასწორია უზენაესი კანონების წინაშე,“ განაცხადა ვუჩიჩმა და იქვე დაამატა: "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მუსლიმ მეზობლებს, ისევე, როგორც პატივს ვცემთ ეკლესიებსა და ხატებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მეჩეთს ისევე, როგორც ეკლესიას. ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ამ ადათ-წესებისა და ტრადიციის დარღვევა, მის წინაშე დადგება ჩვენი სახელმწიფო."  ქალაქ პრიბოჟში ახალი წლის ღამის წვეულებებზე, რომლებშიც პოლიციის თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, ბოსნიელების დამამცირებელ და გენოციდისკენ მომწოდებელ სიმღერებს მღეროდნენ და ამის დამადასტურებელმა სკანდალურმა ვიდეო რგოლებმა გაჟონეს სოციალურ ქსელებში.



მსგავსი ინფორმაციები