აშშ-მა ისრაელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა

უსაფრთხოების ძალებმა 80 წლის ამერიკელი პალესტინელი მოკლეს

1762195
აშშ-მა ისრაელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა

აშშ-მა ისრაელის მთავრობას, დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ ქალაქ რამალაში ისრაელის ჯარისკაცების მიერ დაკავებული და ამ დროს მოკლული 80 წლის პალესტინელის მკვლელობის თაობაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას ომარ აბდულმეჯიდ ასადის მკვლელობის შესახებ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა რამალაჰის მახლობელ სოფელ ჩელსელიეს დარბევისას დააკავეს. "ჩვენ ვადასტურებთ, რომ აშშ-ის მოქალაქე ომარ ასადი გარდაიცვალა რამალას მახლობლად მდებარე ქალაქში. ჩვენ დავუკავშირდით ასადის ოჯახს, რათა მივუსამძიმროთ ამ ტრაგედიის გამო. ჩვენ მის ოჯახს ყველა საჭირო საკონსულო დახმარება გავუწიეთ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ისრაელის მთავრობას, რათა გაგვერკვია ეს ტრაგედია და როგორც გვითხრეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ტრაგედიის გარემოებების საფუძვლიან გამოძიებას“, განაცხადა პრაისმა. პალესტინური წყაროებით, ისრაელის ჯარისკაცებმა მოხუც ასადს სოფელ ჩელსელიეს დარბევისას ხელბორკილები დაადეს და სცემეს, ხოლო როცა ისრაელის ძალებმა სოფელი დატოვეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ 80 წლის პალესტინელი მშენებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები