ფსაკიმ რუსეთ-უკრაინის ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასა

“ჯერ ნაადრევია რუსეთის კეთილ ნებაზე საუბარი“

1761443
ფსაკიმ რუსეთ-უკრაინის ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასა

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ, პირველი შეფასება მისცა გუშინ ჟენევაში შემდგარ  რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს და თქვა: “ჯერ-ჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა რუსეთი სერიოზულად მოწადინებული დიპლომატიური გზის გატარებაში. თუ რუსები მართლაც  კეთილსინდისიერად მზად არიან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის.“ მისივე თქმით, ორივე მხარემ გააკეთა მკაფიო განცხადებები იმის შესახებ, თუ რომელი საკითხებია პრიორიტეტული. “მაგალითად, ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი პოზიცია ნატოს მიმართ. ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან ეხება მხოლოდ უკრაინას და ნატოს წევრ 30 ქვეყანას,  სხვა რომელიმე ქვეყანას კი ეს არ ეხება“- განაცხადა ფსაკიმ და დაამატა: ”ეს მთლიანად რუსების გადასაწყვეტია, თუ რომელ გზას გაჰყვებიან. მოკლედ, ისინი ან დიპლომატიურ გზას აირჩევენ, ანდა გვაიძულებენ ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი და მკაცრი იქნება, ვიდრე 2014 წლისა.” ფსაკი ასევე გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეის ზებგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოცდასაც და მკაცრად გააკრიტიკა და დაგმო იგი. "ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი რაკეტის გაშვებას აქვს დესტაბილიზაციის ეფექტი მთელს რეგიონში. ეს გამოცდა არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მკაფიო დარღვევა. ჩვენ მოვუწოდებთ ფხენიანს, თავიდან აიცილოს შემდგომი პროვოკაცია და ჩაერთოს დიალოგში."  - აღნიშნა ფსაკიმ.



მსგავსი ინფორმაციები