ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინციდენტის დროს ეკლესიაში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

1761211
ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის დელტას შტატში 3-სართულიანი ეკლესიის ჩამონგრევას პირველადი მონაცემებით 10 ადამიანი ემსხვერპლა. დელტას შტატის ჯანდაცვის კომისარმა ექიმმა, ონონიე მორდიმ განაცხადა, რომ შტატის ოკპანამის რეგიონში 3-სართულიანი ეკლესია ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში მოყოლილი 10 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, ხოლო 8 ადამიანი კი გადაარჩინეს. რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ეკლესიაში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამიტომ, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.


საკვანძო სიტყვები: #ჩამოინგრა , #ეკლესია , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები