თალიბებმა  თავიანთი პოლიტიკური მიზნები გამოაცხადეს

„გვსურს ავღანეთი გადაიქცეს აზიაში თანამშრომლობის ხიდად“

1760874
თალიბებმა  თავიანთი პოლიტიკური მიზნები გამოაცხადეს

თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემირჰან მუთაქი ვიდეო კონფერენციის საშუალებით დაუკავშირდა ვაშინგტონში, ავღანური ორგანიზაციებისა და ამერიკული Zakat Foundation-ის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ "ავღანეთში მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების კონფერენციას" და განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ახლიდან დიდი ძალების მხრიდან კონფლიქტურ ზონად გადაქცევას და რომ მათ სურთ დაამყარონ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა ყველა მეზობელთანაც და საერთაშორისო საზოგადოებასთანაც. მისივე თქმით, ვაშინგტონში, აშშ-სა და თალიბანს შორის 2020 წლის თებერვალში დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი გახდა, რომელმაც გზა გაუხსნა უცხოური ძალების გაყვანას მისი ქვეყნიდან. “დადგა დრო, რათა  ავღანეთს, როგორც პასუხისმგებელ მხარეს, მისცეთ შესაძლებლობა, რათა პოზიტიური როლი ითამაშოს სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და მსოფლიოში უკეთესი მომავლის მშენებლობაში“, განაცხადა მუთაქიმ და გაიხსენა, რომ ტრაგიკული ვარაუდების საპირისპიროდ, აგვისტოში ძალიან კრიტიკულმა პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიარა და აშშ-ის ძალების გაყვანაც და თალიბების მიერ ქვეყნის აღებაც მოხდა უკიდურესად სტაბილურ გარემოში. “ავღანეთის ისლამური ემირატი დედაქალაქ ქაბულში ეროვნული ერთიანობის გზავნილით შევიდა და მშვიდობისა და ძმობის ხელი გაუწოდა თავის ყოფილ პოლიტიკურ და სამხედრო მეტოქეებსაც კი, რაც მეტად იშვიათ ცივილიზებულ და ჰუმანურ აქტს წარმოადგენს ისლამურ ისტორიაში“, განაცხადა მუთაქიმ და დაამატა, რომ აშშ-თან ყატარის დედაქალაქ დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს ავღანეთსა და მსოფლიოს შორის ურთიერთობების ძირითად ჩარჩოს. “ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე რეგიონთანაც და მსოფლიოსთანაც, ასევე გვინდა ეს პოზიტიური ურთიერთობა დაეფუძნოს ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, რათა კიდევ ერთხელ აღარ გავხდეთ დიდი სახელმწიფოების კონფლიქტების მთავარი წყარო ან საომარი მოქმედებების ნაწილი, პირიქით, გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა აზიაში თანამშრომლობის ხიდად გადაიქცეს“, ხაზგასმით აღნიშნა მუთაქიმ.


საკვანძო სიტყვები: #პოლიტიკური მიზნები , #თალიბანი

მსგავსი ინფორმაციები