ნიუ-იორკში ხანძარს პირველადი მონაცემებით 19 ადამიანი, მათგან 9 ბავშვი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში ხანძარს პირველადი მონაცემებით 19 ადამიანი, მათგან 9 ბავშვი ემსხვერპლა

1759770
ნიუ-იორკში ხანძარს პირველადი მონაცემებით 19 ადამიანი, მათგან 9 ბავშვი ემსხვერპლა

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, 19-სართულიან კორპუსში გაჩნდა და რომელსაც პირველადი მონაცემებით 19 ადამიანი, მათგან 9 ბავშვი ემსხვერპლა, ერთ-ერთ ბინაში გამათბობელში ელექტრო დაზიანებამ გამოიწვია.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის კომისარმა დანიელ ნიგრომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანძარი ბრონქსის ტრემონტის რაიონში 19-სართულიან შენობაში გაუმართავმა ელექტრო გამათბობელმა გამოიწვია.

ნიგროს თქმით, ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათგან 9 ბავშვი იყო, კვამლი სწრაფად გავრცელდა ზედა სართულებზე, რადგან ბინის კარი ღია იყო და 60-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა.

ნიუ-იორკის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვები 16 წლის და უმცროსი ასაკის იყვნენ და შენობაში მცხოვრებთა უმრავლესობა გამბიელი მუსლიმი იყო.

ცნობილი გახდა, რომ ბრონქსში გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად ბინის 63  მცხოვრები დაშავდა და მათგან 32 მძიმე მდგომარეობაშია.

ნიგრომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაშავებულთა უმეტესობა მრავალსართულიანი კორპუსის იმ სართულის ზემოთ ბინებში იმყოფებოდნენ, სადაც ხანძარი გაჩნდა და ხანძარი 200 კაციანმა ჯგუფმა ჩააქრო.

ნიუ-იორკის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის შედეგად 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია, ახლომდებარე საავადმყოფოებში მკურნალობს.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ნიუ-იორკი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები