კლდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

გიგანტური კლდის ნაჭერი 4 ნავს დაეცა

1760180
კლდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

 

ბრაზილიის შტატ მინას-გერაისში მდებარე ფურნას ტბაზე 10-მდე გაიზარდა კლდიდან დიდი ნატეხის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ ტურისტთა რიცხვი, რომლებიც ნავებით დასეირნობდნენ. ამავე შემთხვევის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც 4 საავადმყოფოში მკურნალობს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია ტრაგედიის შედეგად 20 ადამიანის გაუჩინარების შესახებ, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აქედან 16 შტატის საავადმყოფოებში იმყოფებოდა. გიგანტური კლდის ნაჭერი ნავებს მაშინ დაეცა, როცა ტურისტები ნავით დასეირნობდნენ და მან 4 ნავი დააზიანა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლდე ჩამოიქცა ეროზიის გამო, რომელიც გამოიწვია ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა.


საკვანძო სიტყვები: #ტურისტი , #ნავი , #კდე , #ბრაზილია

მსგავსი ინფორმაციები