აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ

1760162
აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი რ. შერმანი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს შეხვდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ შერმანმა და რიაბკოვმა, 10 იანვარს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის (SSD) საგანგებო შეხვედრაზე განსახილველ ორმხრივ საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრის დროს მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას საერთაშორისო სუვერენიტეტის პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული ერების მიერ საკუთარი ალიანსების არჩევის თავისუფლების მიმართ.“-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, შერმანმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კმაყოფილი იქნება დიპლომატიის გზით რეალური პროგრესის მიღწევით.

„აშშ განიხილავს ზოგიერთ ორმხრივ საკითხს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის SSD-ის შეხვედრაზე, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“.-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხები დარჩება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 12 იანვრის ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასა და  13 იანვარს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასამართ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივ საბჭოს სხდომაზე განსახილველად.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები