ბანგლადეშში ადგილობრივი არჩევნების დროს სისხლი დაიღვარა

ბანგლადეშში ადგილობრივი არჩევნების დროს სისხლი დაიღვარა

1758353
ბანგლადეშში ადგილობრივი არჩევნების დროს სისხლი დაიღვარა

ბანგლადეშში ადგილობრივი არჩევნების მე-5 ეტაპის მსვლელობისას მომხდარი შეტაკებების დროს,  სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთდღიანი ხმის მიცემის დროს დაიღუპა 6 ადამიანი, ხმების დათვლის დროს კი ოთხი. მეორეს მხრივ, ბანგლადეშის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ინციდენტის გარდა, არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანად ჩატარდა რა, მოსახლეობას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდეს.

მთავარმა ოპოზიციურმა, ბანგლადეშის ნაციონალისტურმა პარტიამ (BNP) კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებული დამახინჯებული პოლიტიკური ატმოსფერო ხელს უშლის სამართლიან არჩევნების ჩატარებას.



მსგავსი ინფორმაციები