ენტონი ბლინკენმა ფრანგ, გერმანელ და ინგლისელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა

ენტონი ბლინკენმა ფრანგ, გერმანელ და ინგლისელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა

1754811
ენტონი ბლინკენმა ფრანგ, გერმანელ და ინგლისელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც უკრაინის ჩათვლით, ორმხრივი და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ენტონი ბლიკენმა თავის ფრანგ კოლეგა, ჟან-ივ ლე დრიანს, გერმანელ კოლეგა ანალენა ბაერბოკს და ბრიტანელ კოლეგა ლიზ ტრასის ტელეფონით ესაუბრა. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული „აგრესიის“ ფონზე თანამშრომლობის მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთის ეს ქმედება წინ წავიდა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე აღნიშნეს, რომ ისინი სოლიდარულები არიან ლიტვასთან, ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ფონზე. მათ ბოლოს ლიბიაში არჩევნების დაუყონებლივ ჩატარების საკითხიც განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები