აშშ-მ ავღანელი ქალებისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

აშშ-მ ავღანელი ქალებისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

1754812
აშშ-მ ავღანელი ქალებისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, მათ ავღანელი ქალების, გოგონებისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენელი დანიშნეს. ბლინკენის განცხადებით, ავღანეთში ხსენებულ საკითხებთან დაკავშრებით სპეციალური წარმომადგენელი იქნება, რინა ამირი, რომელიც ადრე მხარს უჭერდა გაეროს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სამშვიდობო მისიებს, ადამიანის უფლებების საკითხებში.

„როგორც სპეციალური წარმომადგენელი, ამირი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალების, გოგონების და სხვა რისკის ქვეშ მყოფი თემების უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათი მრავალფეროვნებით, რაც გადამწყვეტია ამ ადმინისტრაციისთვის და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო ავღანეთი, სადაც ყველა ავღანელს შეუძლია იცხოვროს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ჩართულობაში,“ განაცხადა ენტონი ბლინკენმა.


საკვანძო სიტყვები: #რინა ამირი , #ავღანეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები