აშშ-ის ბირთვული მოლაპარაკებები ირანთან გრძელდება

„მე-8 რაუნდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული“

1754151
აშშ-ის ბირთვული მოლაპარაკებები ირანთან გრძელდება

ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ირანთან მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული,  თუმა, მისივე თქმით, არსებითი კომენტარის გასაკეთებლად. „ჯერ კიდევ ნაადრევია“. ამის შესახებ პრაისმა განაცხადა ტელეკონფერენციის საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზედაც დღის წესრიგი და ირანთან წარმოებული მოლაპარაკებები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელმა ფრთხილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდება ვენის შემდგომი მოლაპარაკებები  და რა  მიდგომას გამოიჩენს თეირანი მიღწეული პროგრესისადმი.

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულმა „ნორნიუსმა“, დღეს გამოქვეყნებულ ახალი ამბების ბიულეტენში აღნიშნა, რომ ვენაში მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებზე, ირანის მიერ წამოყენებული გარანტიებისა და სანქციების მოხსნის საკითხზე, შეთანხმება მიიღეს აშშ-მა და სხვა ატომურმა მხარეებმა. როგორც ცნობილია, ვენაში აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისისა და ირანის მაღალი დონის წარმომადგენლების მონაწილეობით ბირთვული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მასზე მიზნად ისახავენ როგორც ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების სრული შესრულების უზრუნველყოფას, ასევე აშშ-ის დაბრუნებას შეთანხმებაში.



მსგავსი ინფორმაციები