იტალიაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

იტალიაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

1752283
იტალიაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

იტალიის მთავრობამ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, გარკვეული ზომები გაამკაცრა. შესაბამისად, 2022 წლის 31 იანვრამდე შეჩერდა საპროტესტო აქციები, ყველა სახის სადღესასწაულო ღონისძიებები, საცეკვაო დარბაზების და დისკოთეკების ფუნქციონირება, სადაც შესაძლოა ხალხმრავლობა იყოს, მათ შორის ღია ადგილებში.

მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში ნიღბების გამოყენება სავალდებულოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორიცაა მეტრო და ავტობუსები „Ffp2“ მოდელის ნიღბების გამოყენება სავალდებულო გახდა.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ასევე აიკრძალა ყველა სახის საკვებისა და სასმელის მოხმარება თეატრებში, კინოთეატრებში, სპორტულ ღონისძიებებსა და დახურულ ადგილებში.

ამ განკარგულებით მთავრობა სასაზღვრო კონტროლსაც ამკაცრებს. უსაფრთხოების ძალებს აეროპორტებში, პორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უფლება მიეცათ ჩაატარონ ანტიგენის ან მოლეკულური ტესტები. დადებითი ტესტის შედეგების მქონე პირები 10 დღით კარანტინში დარჩებიან.



მსგავსი ინფორმაციები