იაპონია, ეთიოპიას 12,4 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

იაპონია, ეთიოპიას 12,4 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

1752286
იაპონია, ეთიოპიას 12,4 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

იაპონიამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა, ეთიოპიას 12,4 მილიონი დოლარის ოდენობის გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდება, 4 სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამისა და ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მეშვეობით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეთიოპიაში 22 მილიონ ადამიანს მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #ეთიოპია , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები