რეჯეფ თაიფ ერდოღან-ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1750875
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს იმედი გამოთქვა, რომ ახალ პერიოდშიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში საღი აზრი და სტრატეგიული შეხედულება კვლავ გაგრძელდება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-გერმანიის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები გაწევრიანების პერსპექტივაზე დაფუძნებული პოზიტიური დღის წესრიგის ფარგლებში უნდა გაუმჯობესდეს.

ერდოღან-შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფენ საიბერტმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „პრეზიდენტმა ერდოღანმა კანცლერ ოლაფ შოლცის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ლიდერები სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთსა და გერმანიას შორის მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნების საკითხზე შეთანხმდნენ. სატელეფონო



მსგავსი ინფორმაციები