სალივანი ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ეწვევა

სალივანი ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ეწვევა

1750442
სალივანი ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ეწვევა

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი მიმდინარე კვირას ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ეწვევა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ემილი ჰორნის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, სალივანი, რომელიც შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის  და სხვა მაღალჩინოსნებს, კიდევ ერთხელ აღუთქვამს აშშ-ის მხარდაჭერას ისრაელისთვის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ამავე ინფორმაციით, ჯეიკ სალივანი ასევე ეწვევა ქალაქ რამალას, სადაც პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასსაც შეხვდება.

ვიზიტის დროს სალივანს თან ახლავს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კოორდინატორი ბრეტ მაკგურკი და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი იეილ ლემპენტი.



მსგავსი ინფორმაციები