მალაიზია წყალდიდობას ებრძვის

დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

1750614
მალაიზია წყალდიდობას ებრძვის

 

მალაიზიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. 17 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში მოსული გადაუღებელი წვიმების შედეგად ქვეყნის დედაქალაქ კუალა ლუმპურის ნაწილი წყალით დაიტბორა, რის გამოც დაახლოებით 51 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ წვიმის წინ აუცილებელი გაფრთხილებები არ გაკეთდა. კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, წყალდიდობის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალდნენ სელანგორის, კელანტანის, ტერენგანუს, პაჰანგის, პერაკის და კუალა ლუმპურის პროვინციები.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #მალაიზია

მსგავსი ინფორმაციები