ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ცნობილი გახდა

ქვეყანას პირველად უხელმძღვანელებს ქალი პრეზიდენტი

1750592
ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ცნობილი გახდა

ჰონდურასში 28 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენეთა კანდიდატი ქსიომარა კასტრო ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად. ჰონდურასის ეროვნული საარჩევნო საბჭოს თავჯდომარემ კელვინ აგირემ რადიოთი გამოსვლისას გამოაცხადა, რომ კასტროს უფლებამოსილება დაიწყება 2022 წლის 27 იანვარს და დასრულდება 2026 წლის 27 იანვარს. მისივე თქმით, თავისუფლებისა და აღდგენის პარტიის კანდიდატმა კასტრომ, ხმების 51,12 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, მმართველი ჰონდურასის ეროვნული პარტიის კანდიდატმა ნასრი ასფურამ კი 36,93 პროცენტი. “28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3 მილიონ 580 ათასმა მოქალაქემ  და ამით ამომრჩეველთა აქტივობამ 68,58 პროცენტი შეადგინა,“ აღნიშნა აგირემ. ქსიომარა კასტრო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მანუელ ზელაიას მეუღლეა, გახდა ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი.



მსგავსი ინფორმაციები