ფილიპინებში ტაიფუნი “რაი“ მძვინვარებს

ფილიპინებში ტაიფუნი “რაი“ მძვინვარებს

1749901
ფილიპინებში ტაიფუნი “რაი“ მძვინვარებს

ფილიპინებში, “რაი“-ს სახელწოდების ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ის ინფორმაციით, ტაიფუნმა, რომლის სიჩქარე საათში 195 კილომეტრს აღწევდა, ქვეყნის მრავალ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა და სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, წყალდიდობის, ძლიერი შტორმისა და ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  208-მდე გაიზარდა, სულ მცირე 239 ადამიანი დაშავდა, ხოლო 52 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად მთლიანობაში დაახლოებით 780 ათასი ადამიანი დაზარალდა, ხოლო 300 ათასი სოფლის მცხოვრები ევაკუირებული იქნა უსაფრთხო ზონაში. ფილიპინების არმიამ რეგიონში ჯარები გაგზავნა სასწრაფო დახმარებისა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ კი, დახმარების სახით რეგიონს 40 მილიონი დოლარი ჩაურიცხა.


საკვანძო სიტყვები: #ტაიფუნი , #ფილიპინები

მსგავსი ინფორმაციები