ჩილეს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
35 წლის გაბრიელ ბორიჩი ჩილეს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა
ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ულტრა-მემარცხენეების კანდიდატი გაბრიელ ბორიჩი გახდა. ჩილეს საარჩევნო სამსახურის (Servel) მონაცემებით, ამ დრომდე გაიხსნა საარჩევნო ყუთების 92 პროცენტი, ალიანსის „მე მხარს ვუჭერ რეპუტაციას“ კანდიდატმა ულტრა-მემარცხენე გაბრიელ ბორიჩმა ხმების 55 პროცენტი მიიღო, ხოლო მემარჯვენეების კანდიდატმა, ხოსე ანტონიო კასტიმ 44 პროცენტი მიიღო.
კასტიმ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მე ველაპარაკე ბორიჩს და მივულოცე მას დიდი გამარჯვება. დღეიდან ის არის ჩილეს არჩეული პრეზიდენტი, ის იმსახურებს პატივისცემას და კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ჩილე ყოველთვის პირველ ადგილზეა.“
ამრიგად, 35 წლის გაბრიელ ბორიჩი ჩილეს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.