ბორელი, მოსკოვთან მოლაპარაკებებში ბრიუსელის ჩართვასაც მოითხოვს

ბორელი, მოსკოვთან მოლაპარაკებებში ბრიუსელის ჩართვასაც მოითხოვს

1749907
ბორელი, მოსკოვთან მოლაპარაკებებში ბრიუსელის ჩართვასაც მოითხოვს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთთან მოლაპარაკებებში. მისივე თქმით, დიპლომატია საუკეთესო შედეგებს გამოიღებს, თუ იგი თანამოაზრე მხარეებთან პარტნიორობით განხორციელდება და ევროკავშირი ბუნებრივად იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერ განხილვის დროს. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადების პროექტი, რომელიც დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს, ასევე ეხება ნატოს ევროპელ წევრებსაც. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების განუყოფელი ნაწილი,“ განაცხადა ბორელმა. როგორც ცნობილია, აშშ-სა და ნატოსადმი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთავაზებაში, რუსეთი აძალებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმაზე. გარდა ამისა, ამავე წინადადებაში რუსეთი  აშშ-სგან მოითხოვს, რომ არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტ საბჭოთა და ნატოს არაწევრ ქვეყნებში.



მსგავსი ინფორმაციები